გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევა გამოიძიოს. ამის შესახებ აშშ-სა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
სტივენ დაუთის თქმით, მხარს უჭერენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ დასკვნებს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. გაერთიანებული სამეფოს აღნიშნულ სადამკვირვებლო მისიაში 50 წარმომადგენელი ჰყავდა.
„ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, კამპანიის ძალზე პოლარიზებულ გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებასთან ერთად, ეს არ არის ღია, დემოკრატიული საზოგადოების ქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და შეცვალოს დემოკრატიისადმი ერთგულების შემცირების მიმართულება. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სტივენ დაუთმა.
ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნების მიხედვით, არჩევნების დღე პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევით, ამომრჩეველთა ინტენსიური აღრიცხვით, მათი დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა.
არჩევნებზე გამოვლენი დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. ისინი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება მოწოდებებს, არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ. „საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანია“, - თქვა ბლინკენმა.
