პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების პრეცედენტების გაჩენას ისახავს მიზნად „ალტ-ინფოს“ და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირების შესახებ ევროპარლამენტარების ინიციატივა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ასეთი ინიციატივების წამოყენებისას არავის არ აქვს ინტერესი იმ ადამიანების უფლებების დაცვისა, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება კონფლიქტში იმყოფებოდნენ, მაგალითად, ცალკეული პიროვნებები, ვის სანქციებზეც არის ინიციატივა. სინამდვილეში მიზანი არის, რომ გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების. ასეთი ეჭვები მიჩნდება.
არიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი მოსაზრებები აქვთ. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წავიდე და საგარეო ფლანგზე ვეცადო სანქციების მოტანას ამ ქვეყანაში, რადგან რეპუტაციული თვალსაზრისით, ეს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული ვერ იქნება“,- განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.
ლგბტი ინტერ-ჯგუფის წევრი ექვსი ევროპარლამენტარი 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს მიმართავენ და „ალტ-ინფოს“, ასევე მისი ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ წერილში ნათქვამია, რომ ასეთი თავდასხმები გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევაა. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მსგავსად მიისწრაფვიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები, პატივი უნდა სცენ თითოეული მოქალაქის ამ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
„მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს „ალტ ინფოს“ ჯგუფის და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმებში“, - აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ბოლო დღეს, 8 ივლისს, თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე დახურული ღონისძიება - „პრაიდის ფესტივალი“ უნდა ჩატარებულიყო. წინა დღეებში რადიკალური ჯგუფები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის ქუჩებში ე.წ. გეი პარადის გამართვა იყო დაგეგმილი და ამ გზით მოქალაქეების მობილიზებას ცდილობდნენ, მათ შორის, რეგიონებიდანაც. პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია იმუქრებოდა, რომ „8 ივლისი 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“ იქნებოდა.
„პრაიდის ფესტივალი“ მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად ჩაიშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფესტივალის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მსვლელობით დაიძრნენ, ფესტივალის ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. საჭირო გახდა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ღონისძიებაზე თავდასხმა და მისი ჩაშლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოძალადე ჯგუფებს შორის კოორდინირებით მოხდა.
ამ თემაზე:
საპოლიციო ძალების მოჩვენებითი მობილიზაცია „პრაიდის“ დასაცავად და მხარდაჭერილი ფაშიზმი