მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

არალეგიტიმურმა პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 79 ხმით, მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებითაც საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასა და მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

„რეორგანიზაციის დაწყების შესაძლებლობად აღარ განიხილება კონკრეტული თანამშრომლისთვის ფუნქციის მინიჭება ან მისი საქმიანობიდან ცალკეული ფუნქციის ამოღება. არასწორი შეფასებები გამოიწვია პირველი რედაქციის კონკრეტულმა დანაწესმა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოცხადებული კონკურსი ავტომატურად იწვევს თანამშრომელთა გათავისუფლებას. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განჭვრეტადი და აღქმადი იყოს შესაბამისი მუხლი, განვახორციელეთ ცვლილება, რომლის თანახმად, რეორგანიზაცია არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. ანუ რეალურად კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა ამ კონკურსი შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, მნიშვნელოვანი ცვლილება შედის მოხელის უფლებების დაცვის ნაწილში. კერძოდ, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს საჯარო სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, აგრეთვე აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.

აღარ იქნება შესაძლებელი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანა, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

ცვლილებაა ისიც, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან. შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას. დავით მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული პირები იგივე სახელფასო განაკვეთით ისარგებლებენ, რაც მათ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამდე ჰქონდათ.

ცვლილება შევიდა კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის იმ ნაწილშიც, რომელიც საჯარო მოხელის შეფასებას ეხება:

  • საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ. დღეს მოქმედი კანონით, შეფასება წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი.
  • საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში, ნაცვლად სამი თვისა.
  • არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მოხელეს დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.

არალეგიტიმურმა პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.