მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასაწრი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ნახევარზე ოდნავ მეტმა 20 ოქტომბერს გამართულ რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას დაუჭირა მხარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ამ დროითვის დათვლილია ბიულეტენების 99.77%. მოლდოველების 50.46% (750 353 ამომრჩეველი) მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას, ხოლო 49.54% (736 567 ამომრჩეველი) ცვლილებების წინააღმდეგია.
ამჟამინდელი სხვაობა ორ ბანაკს შორის 13 786 ხმაა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი როლი უცხოეთში მცხოვრებმა ამომრჩეველმა შეასრულა, რომლის 76.88%, ანუ 179 552 მოქალაქე, ევროინტეგრაციის მომხრეა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ გახსნილი 231 უბნიდან 226-ის შედეგებია დათვლილი.
„მოლდოვა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის წინაშეა“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ კიშინიოვში, რეფერენდუმის წინასწარი შედეგების კომენტირებისას. მან ჩარევაში დაადანაშაულა „ეროვნული ინტერესებისადმი მტრულ უცხო ძალებთან მომუშავე კრიმინალური ჯგუფები“.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები 300 000 ხმის მოსყიდვას ისახავდნენ მიზნად, რაც უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობაა. მათი ამოცანა იყო დემოკრატიული პროცესის შელახვა. განზრახული აქვთ საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება. ჩვენ უკან არ დავიხევთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით გავცემთ პასუხს“, - თქვა სანდუმ.
მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა. ბიულეტენების 99.77%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედ პროევროპელ პრეზიდენტს, მაია სანდუს 42.40% (654 685 ამომრჩეველი) უჭერს მხარს, ხოლო მის მთავარ კონკურენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრ სტოიანოღლოს - 26.01% (401 627 ამომრჩეველი). ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული 3 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება.
