საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა. განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის შესახებ მთავრობის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში 2023 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა. მთავრობის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, რატომ მიიღეს დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
საქმე ეხება 2022 წლის ივნისსა და აგვისტოში წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელებს, რომლითაც მთავრობა ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობის დადგენას ითხოვდა.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ შეიჭრა მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. სარჩელის მიხედვით, 2022 წლის მარტში, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილს შესთავაზა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის, ხოლო კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კახა იმნაძის დანიშვნა. ამავდროულად, მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, კახა იმნაძისისთვის გაეროს მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტმა წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა.
სარჩელში მთავრობა მიუთითებდა 2017-2018 წლების კონსტიტუციურ რეფორმაზე და აღნიშნავდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია საპარლამენტო მმართველობის სისტემას ადგენს, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანო საქართველოს მთავრობაა, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. „ელჩები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენენ, მათი დანიშვნა და გათავისუფლება უპირობოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციად უნდა იქნეს მიჩნეული“, - აცხადებდა მოსარჩელე მხარე.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოეწყო მაღალი რანგის ვიზიტები; ელჩმა ვერ უზრუნველყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა. ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის შესახებ განკარგულება 30 აგვისტოს მაინც გამოსცა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა, ბაქრაძის მიერ აშშ-ში გაწეული საქმიანობის მიმართ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი შეფასება ძალაში რჩებოდა და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.
