ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა, სამი - დაშავდა. თავდამსხმელები მიიმალნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
სროლა კვირას, 23 ივნისს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ფსოუს“ ტერიტორიაზე მოხდა.
„1985 წელს დაბადებულმა მოქალაქემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო. 2007 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში მკლავის არეში ჭრილობით გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზირებულია ასევე ორი მამაკაცი: 1998 წელს დაბადებული - ფეხის ჭრილობით და 1995 წელს დაბადებული - მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით“, - განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა დადგენილია და მათ დასაკავებლად ღონისძიებები გრძელდება.
23 ივნისს უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს დაღესტანშიც. ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა მაჰაჩყალასა და დერბენტში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიები, სინაგოგები და საგზაო პოლიციის პოსტი. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. დაღესტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
