საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი დადგენილება შეიმუშაოს, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ გადახდის ძველ გრაფიკსა და პირობებზე დააბრუნებს პენსიონერებს, ვისაც სესხები კორონავირუსის პანდემიამდე აქვთ აღებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას, მთავრობის რეკომენდაციით, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებს სესხები რამდენიმე თვით გადაუვადა. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო, ბანკმა სესხის ვადა გაახანგრძლივა, დარიცხული პროცენტი კი გაიზარდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო, ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა. შესაბამისად, ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა გაეზარდათ.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს, უფლება აქვს მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ „ლიბერთი ბანკისადმი“ მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს „ლიბერთი ბანკის“ პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხებიც. 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე გადაანგარიშდება ახალი პირობებით და შედარებით დაბალი პროცენტით, თუმცა პენსიონერები ნაკლებად არიან ინფორმირებულები.
სახალხო დამცველმა მოითხოვა, პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.
პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების ჩამოწერას ითხოვს მოძრაობა „ხმა“.
დაახლოებით 360 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებ პირს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხი აქვს აღებული. 2023 წლის მეორე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 402 მილიონი ლარი იყო.
საპენსიო სესხების განულება და მამაკაცებში საპენსიო ასაკის დაწევა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
საპენსიო სესხების განულებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მთავრობა
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. არ შეიძლება 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გასული წლის სექტემბერში.