შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შესასვლელები დაიკავეს. მშვიდობიანი აქციის მონაწლეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს და რამდენიმე მათგანი ძალის გამოყენებით დააკავეს. მოქალაქეები რჩებიან ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან არსებულ შესასვლელთან, სადაც ჭიშკარი შედუღებული დახვდათ. პარლამენტის შიდა ეზოში შეინიშნება სპეცრაზმელებისა და რობოკოპების მობილიზება. 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობის. ათასობით მოქალაქემ ღამე ქუჩაში გაათენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები განალაგა. სამინისტრომ გამთენიისას აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის მიეცათ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს განცხადებით, პოლიცია იმოქმედებდა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფდა პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას.
„ქართული ოცნება“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღებას დღეს და ხვალ აპირებს. ორშაბათს მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და დაუჭერენ მხარს, სამშაბათს კი კანონის პლენარულ სესიაზე გატანაა დაგეგმილი.
12 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ კანონის სრული სიმკაცრით და დაისჯება ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციას მიმართა, დაგეგმილ აქციებზე „ევროპულზე მაღალი სტანდარტით“ იმოქმედონ.
