იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
მანამდე, 19 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.
პრეზიდენტმა მოითხოვა ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიებაც: „ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფ ეს ბეს“, თუ „კა გე ბეს“ აგენტი ყოფილა. საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
20 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება - ბინები, სასტუმრო ნომრები, კომერციული ფართები მთლიანად მის შვილზე გააჩუქა.
- სასოფლო-სამეურნეო მიწა ტაბახმელაში (წავკისი) - 1001 კვადრატული მეტრი;
- სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 25 კვადრატული მეტრი;
- სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 26 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 143 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 336 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 101 კვადრატული მეტრი;
- კომერციული ფართი ვაკეში - 204 კვადრატული მეტრი;
- ბინა საბურთალოზე - 78 კვადრატული მეტრი;
- ბინა საბურთალოზე - 91 კვადრატული მეტრი;
- ბინა საბურთალოზე - 38 კვადრატული მეტრი.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფარცხალაძის 12 სხვადასხვა განაცხადზე საქმისწარმოება დაიწყო და დაასრულა ერთ საათში.
იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზანშეწონილად მიჩნევაზე განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილზე ქონების გადაფორმება დაასრულა.
