ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა გააგრძელოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს კომენტარი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მას ჰკითხეს, „შერეულ მესიჯებს“ ხომ არ გზავნის სავიზო სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტი და ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა.
„როცა საქმე ეხება საქართველოს - და ამ ოთახში ბევრი ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონზე - მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ურთიერთობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჯერ კიდევ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც გვინდა პრიორიტეტი მივანიჭოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. როდესაც საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, გვჯერა, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ ისევ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეობა და კვლავ რჩება სხვა საკითხები, რომლებზეც უდავოდ ვესაუბრებით მათ“, - აღნიშნა პატელმა.
საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი ნაწილი 6 ივნისს გამოაცხადა. საუბარია ორ-სამ ათეულ ადამიანზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებზე, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა კონკრეტული სახელები არ დაასახელა და განმარტა, რომ ეს ინფორმაცია კანონით კონფიდენციალურია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი და მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი.
ამ თემაზე:
ბლინკენი რუსულ კანონზე: მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატად, ალბათ უფრო მეტს იხილავთ
