საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფის ვიზიტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი ექიმის მხრიდან „ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კერძოდ, ბრეგაძის თქმით, პოლონელმა ექიმმა პალატაში მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია, ფეხსაცმელში დამალა და კლინიკა „ვივამედიდან“ მის მალულად გატანას ცდილობდა.
„აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 12 ივლისით დათარიღებული ვიდეოც გაავრცელა, რომელიც, უწყების განმარტებით, ინციდენტს ასახავს.
„აქ ნაჩვენებია მხოლოდ ის კადრები, სადაც ხდება აღნიშნული ქაღალდში გადახვეული ნიმუშის ამოღება და არ არის ნაჩვენები, თუ როგორ მალულად იყო ის განთავსებული ექიმის ფეხსაცმელში უშუალოდ პალატაში. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან.
ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პოლონელი ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს შევიდა.
„ჩვენ მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით სასწრაფო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ბრიგადის პოლონელი ექიმების ჯგუფმა საქართველოში დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ თბილისში პოლონელი ექიმების ჩამოსვლის შემდეგ.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლონელ ექიმებს „ვივამედში“ შესვლის ნებართვას თვეების განმავლობაში არ აძლევდა, რასაც იუსტიციის მინისტრი უარყოფს. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, ნებისმიერი უცხოელი ექიმი მოეწვია, რაზეც მსჯავრდებულის დედის მიმართვა 2023 წლის 20 მარტს მიიღო. ბრეგაძის მტკიცებით, განცხადება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
„განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მსჯავრდებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს. იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან შვიდი თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით წარმოადგინა მომართვა მსჯავრდებულ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ამ თემაზე:
უკრაინის რადა სააკაშვილის შეწყალებაზე ზურაბიშვილს და EU-ის ქვეყნების პარლამენტებს მიმართავს