პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონებზე ვეტოს დადების უფლება მიეცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომელიც ამ დღეებში ძალიან აქტუალური იყო - კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის როლის და ადგილის გამყარებასთან დაკავშირებით. ჩემთვის გაუგებარია გარკვეულწილად ზოგიერთი მღვდელმთავრის განცხადებები, მაგრამ ეს ისეთი ხალხია, რომელთაგანაც ეს არ გამკვირვებია. ეს ნება, რომ კონსტიტუციაში უფრო მდგრადად იდგას ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, სჭირდება საქართველოს, მთლიანად ჩვენს ხალხს“, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა.
ინჯიას თქმით, წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისეთი კანონები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს არ ასახავდა.
„შესაბამისი უკმაყოფილება გამოუთქვამს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას. თუ ასეთი საშუალება ექნება ეკლესიას, რომ თავისი შეხედულებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე მიეცემა გინდაც ვეტოს უფლება, ეს ბევრ რამეს გადაწყვეტს და შეიძლებოდა ის კანონები, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში შესაცვლელი გვქონდეს, არ ყოფილიყო მიღებული.
ეს ისეთი რამ არის, რომ ეკლესიამ შეიძლება გამოიყენოს ეს უფლება ან არ გამოიყენოს, მაგრამ მას ამით შეუძლია ისარგებლოს და ისარგებლოს მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ ეს საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში, მიმაჩნია, რომ თუ შევა კონსტიტუციაში და თავის ადგილს დაიკავებს, ეკლესიას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შეხედულების მიხედვით - როცა ჩათვლის, რომ უნდა გამოიყენოს, მაშინ გამოიყენებს ყოველგვარი განცხადებების გარეშე“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
წინასაარჩევნოდ, „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებელ ეკლესიას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. 29 აგვისტოს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, წმინდა სინოდის წევრმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სურვილია, „ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული“. 30 აგვისტოს, საპატრიარქოში ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით შედგა. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე რედაქცია განიხილეს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის როლის კიდევ უფრო გამოკვეთას და ეკლესიის უფრო მეტ მხარდაჭერას ეხება. მისივე თქმით, „ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ძალაში უნდა დარჩეს“. „როდესაც წერია „სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“, მას დაემატოს ასევე თანამედროვეობაც, ეს როლი მხოლოდ ისტორიით არ იყოს შემოსაზღვრული. კონკრეტულად რა ჩაიწერება კონსტიტუციაში, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, აუცილებლად“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა. ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 1-ელ სექტემბერს, ოზურგეთში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, თითქოსდა, ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. ივანიშვილის თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.