საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრში გაუქმდა რუსული ენის უფასოდ შესწავლის პროგრამა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა დაეფინანსებინა. პროგრამის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ამბებს“ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა დაუდასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრში, სკოლის მოსწავლეებისთვის რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსი წელს გახსნა და მიზეზად „მრავალრიცხოვანი მოსახლეობის“ თხოვნა დაასახელა.
„თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ რუსეთი მტერია, ბავშვებმა მტრის ენა უნდა იცოდნენ, რომ გააგებინონ, როგორი მაგარია საქართველო“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ცენტრის დირექტორმა 23 მარტს. მაია ზარდიაშვილის თქმით, პროექტის „გაიღრმავე ცოდნის“ ფარგლებში რუსული ენის კურსის დამატების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერთან, გივი ზაუტაშვილთან იყო შეთანხმებული.
საჯარო სკოლებში რუსული ენა არჩევით საგნად მეხუთე კლასიდან ისწავლება.
„რა არის, რა აჟიოტაჟი ატყდა? რასაც სკოლაში 45 წუთში ვერ იგებენ, იმის გაგებაში ვეხმარებით, რომ საგანი ნორმალურად ისწავლონ. შეიძლება რუსეთი ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ რუსული არ არის. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, მაგრამ ენას არ უნდა ვებრძოლოთ, კულტურას არ უნდა ვებრძოლოთ, მწერლობას არ უნდა ვებრძოლოთ. მგონი, ყველა ნორმალური ადამიანი ასე აზროვნებს. უფროსებმაც მოითხოვეს, რომ რუსული ენის კურსები მათთვისაც გაგვეხსნა. მე გავხსნი სახლში და ვერავინ შემედავება“, - ამბობს რუსული ენის პედაგოგი მაია ხვთისაურიშვილი.
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრმა რუსული ენის შემსწავლელ კურსზე 7-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების მიღება 20 თებერვალს დაიწყო. აღნიშნული განცხადება ცენტრის ფეისბუკგვერდზე ამ დროისთვის აღარ იძებნება. ოცი მსმენელისგან ორი ჯგუფი შეიქმნა და მეცადინეობაც დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსურველი სამოცამდე ბავშვი იყო, თუმცა, არასაკმარისი რესურსების გამო, ოცზე მეტის მიღება არ შეეძლოთ.
„ქართული ოცნებიდან“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი მედიას რამდენიმე დღეა ემალება და განმარტებას არ აკეთებს.
