იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა და პროექტი პარლამენტს მალე წარედგინება. კოდექსის ძირითად სიახლეებზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა;
ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. სრულწლოვან მსჯავრდებულებს დღეს 60 ლარის გადახდა უწევთ, არასრულწლოვნებს კი - 30 ლარის;
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულების გარდა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და ინოვაციური პროექტი - „ციფრული უნივერსიტეტი“ ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის;
გაიზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს;
გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები;
პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში 9203 პატიმარია, აქედან 301 ქალია და 8902 კაცი. 9155 პატიმარი სრულწლოვანია, 48 არასრულწლოვანი.
