რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი ერთდღიანი „სამუშაო ვიზიტით“ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური იტყობინება, იგი ამოწმებს იმ ობიექტებს, რომელთა მშენებლობა ან რეკონსტრუქცია რუსეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მაქსიმ რეშეტნიკოვი და აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ბიჭვინთაში იმყოფებოდნენ, სადაც უახლოეს წლებში სასტუმრო-კომპლექს „მოსკვა რეზორტის“ მშენებლობა იგეგმება. პროექტის ღირებულება 31 მილიარდი რუბლია და რუსი ინვესტორების გათვლებით, იგი ყოველწლიურად 200 ათასზე მეტ ტურისტს მიიღებს.
რუსმა მინისტრმა გაგრის, გუდაუთის და გულრიფშის ენერგეტიკულ ობიექტებიც დაათვალიერა. კერძოდ, ქვესადგურები „ალახაძი - 110 კვ“ გაგრის რაიონის სოფელ ალახაძში, „ბზიფი - 220 კვ“ გუდაუთის რაიონში და „დრანდა - 110 კვ“ გულრიფშის რაიონში.
რეშეტნიკოვი რიწის ტბაზეც იმყოფებოდა. ტბისა და მთის ხედების ვიდეო Telegram-ის არხზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ე.წ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რეშეტნიკოვის შეხვედრები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბთან.
მაქსიმ რეშეტნიკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა. 2023 წლის ივლისში, სანქტ-პეტერბურგში მან ხელი მოაწერა „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმებას. რეშეტნიკოვის თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქცია ისტორიული მოვლენაა და რუსეთისთვის მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის - „აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მთავარი შესასვლელების - სოჭის აეროპორტის და საავტომობილო გამშვები პუნქტი „ადლერის“ უკიდურეს გადატვირთულობას მოხსნის“.
