რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება გაფორმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. შეთანხმებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა მოაწერეს.
„სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია ისტორიული მოვლენაა აფხაზეთისთვის. აეროპორტი 30 წელია არ ფუნქციონირებს. ეს ფაქტი სერიოზულად აფერხებს რესპუბლიკაში ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას. ახალი აეროპორტი რუსეთისთვის ერთდროულად ორ მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის: აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მთავარი შესასვლელების - სოჭის აეროპორტის და საავტომობილო გამშვები პუნქტი „ადლერის“ უკიდურეს გადატვირთულობას მოხსნის“, - განაცხადა რეშეტნიკოვმა.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად, კერძო ინვესტორის ინვესტიციით და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის გარეშე განხორციელდება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოსა და პოტენციური ინვესტორის წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6.5 მილიარდი რუბლი იქნება.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.6-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკიდან 2.4 კილომეტრის რეკონსტრუქცია, რაც, როგორც კონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი ამბობს, აეროპორტს საშუალებას მისცემს, გარკვეული ტიპის სამგზავრო (SSJ-100, МС-21) და სატვირთო (IL-76) თვითმფრინავები მიიღოს.
პროექტის ვადებში განხორციელების შემთხვევაში, აეროპორტის გახსნა 2024 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. რუსული მხარე მოელის, რომ მგზავრთა ნაკადი წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი იქნება.
სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ის 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაიხურა. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ არ არის სერტიფიცირებული და არ აქვს მინიჭებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. შესაბამისად, იქ საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. ICAO აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, კოდის მინიჭება კი მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.