რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვას, ტერორიზმთან ბრძოლას, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებას და ტექნოლოგიებს.
შეთანხმება 47 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ თუ რომელიმე მხარე დაექვემდებარება აგრესიას, მეორემ „აგრესორს არ უნდა გაუწიოს სამხედრო ან სხვა სახის დახმარება“.
შეთანხმების ტექსტის მიხედვით, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა, მოიცავს „საკითხთა ფართო სპექტრს“, მათ შორის სამხედრო და ექსპერტული დელეგაციების გაცვლას, პორტში სამხედრო გემებისა მიღებას, სამხედრო პერსონალის მომზადებას.
„ჩვენს უზენაეს ლიდერს და ყველა ჩვენგანს სჯერა, რომ ყველა რეგიონული პრობლემა მხოლოდ რეგიონულ მხარეებს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში გარე ძალების არსებობას მხოლოდ სიტუაციის გამწვავება და დესტაბილიზაცია შეუძლია. ბუნებრივია, ჩვენი ურთიერთობა ნათელს მოჰფენს ჩვენს რეგიონში არსებულ ყველა პრობლემას“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
2024 წელს რუსეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანმხება ჩრდილოეთ კორეასთან გააფორმა.
