რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო დასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს - კარასინი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დასავლეთმა საქართველოსთვის „ხელების გადაგრეხვა“ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დასავლეთმა დაიწყო საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვა რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა - გააკეთე! ამაზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს“, - წერს კარასინი საკუთარ Telegram არხზე.

იანვრის ბოლოს, კარასინმა, რომელიც 2005 – 2019 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის განაახლოს საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, მაგრამ ამას ქართული მხარის თანხმობა სჭირდება: „ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, ვცვლით აზრებს, მაგრამ არის გამონათქვამი, რომ ტანგოს ორი სჭირდება. თუ დუეტის ერთ-ერთ წევრს ეჭვი ეპარება, მაშინ ძალდატანება არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.

საქართველოს მმართველი პარტია რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამას იმით ხსნის, რომ 2019 წელს დაწესებულმა სანქციამ რუსეთში მცხოვრები საქართველოს 800 ათასი მოქალაქის მდგომარეობა დაამძიმა. კობახიძის თქმით, „რასაც თავის დროზე, 2019 წელს, ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა მასთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.

 

ამ თემაზე:

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოსთან დამაკავშირებელ რომელ ახალ გზაზე ელაპარაკება კარასინი აბაშიძეს ჩანაწერში

„ეს პატივსაცემია, სიმამაცეა“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).