რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ აბაშიძის და კარასინის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რადიო „თავისუფლების“ ფოტო

იუთუბში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი (რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში) ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ერთმანეთს 2022 წლის 15 მარტს ესაუბრნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გრიგორი კარასინი: შენი რჩევა მჭირდება. როგორც იცი, სიტუაცია რთული და მრავალშრიანია.

ჩვენი სატრანსპორტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ, როგორღაც აღვადგინოთ საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა და ა.შ. ჩემი პოზიციაა (მოსაზრებაა), რომ ახლა არ არის  ამ საკითხების დასმის და განხილვის დრო. შესაძლებელია მე ვცდები?

ზურაბ აბაშიძე: არა, მართალი ხარ, აბსოლუტურად მართალი.

კარასინი: სჯობს, ცოტა ხანი მოვიცადოთ. როგორ ვთქვა, სჯობს, რომ სიტუაცია ცოტა დაწყნარდეს, რათა ვითარება უფრო გარკვეული გახდეს.

აბაშიძე: კი, კი, უსიტყვოდ.

კარასინი: წინააღმდეგ შემთხვევაში კარგ წამოწყებას დავმარხავთ.

აბაშიძე: არა არა, ამ წუთას ჩვენ სამართებლის პირზე დავდივართ.

კარასინი: ჩვენი აზრები ამ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა.

აბაშიძე: კი, კი, ეგრეა. აუცილებელია, რომ ქარიშხალმა (ურაგანმა) ჩაიაროს.

კარასინი: ზურაბ გეხვევი, თავს გაუფრთხილდი, შენები მომიკითხე.

აბაშიძე: აგრეთვე, აგრეთვე.

კარასინი: კარგად, გეხვევი, ნახვამდის.

ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გრიგორი კარასინს ნამდვილად ესაუბრა, ჩანაწერის გავრცელება კი ემსახურება იმას, რომ შეიქმნას სკანდალი, თითქოს საქართველოს რუსეთთან კულუარული ურთიერთობები აქვს.

„ჩანაწერის გავრცელება ემსახურება, რომ შეიქმნას სკანდალი, თითქოს ხომ ვამბობდით, რაღაც კულუარული ურთიერთობები აქვთ რუსეთთანო, რომ მოილაპარაკეს საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზეო. ეს საუბარი ამტკიცებს საწინააღმდეგოს. ჩანაწერი ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. კარასინი მეკითხება 2022 წლის მარტში, რას ფიქრობ, დავიწყოთ საუბარი საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზეო? თავად ამბობს, რომ არ თვლის მიზანშეწონილად, მეც ვუდასტურებ, რომ არ არის მიზანშეწონილი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობდით აქამდე, რომ შემდგომ, მოგვიანებით, რუსეთმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენის შესახებ. ამ საუბრის მერე, 2022 წლის მარტის შემდეგ კარასინთან ამ თემაზე აღარ მისაუბრია. ბატონ კარასინთან წელიწადი და რვა თვეა, ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული საკითხები არ განმიხილავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გააუქმა. ასევე, მოხსნა საქართველოში ფრენების განხორციელებასა და ტურების გაყიდვაზე რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლების გამო.

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობის სახელით რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება არ წარმართულა.

ერთი თვის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა,  რომ ფრენების აღდგენაზე ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდნენ: „როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ჩვენი ბევრი მოქალაქე სარგებლობდა ამით“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).