რუსული კანონის მიღების საწინააღმდეგო და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღესაც გაიმართება. მოქალაქეები პარლამენტთან 17:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
1-ელ მაისს პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს განცხადების გაკეთებისა და კითხვის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ დარბაზიდან აძევებს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, კანონის განხილვა შეაჩეროს.
რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქციები 15 აპრილიდან, ყოველდღე იმართება. გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია იმის გამო, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტი მშვიდად დაეტოვებინათ.
მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რისი საფუძველიც, სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ს არ ჰქონდა. გარდა ამისა, სპეცრაზმელებმა მოქალაქეებზე იძალადეს, სასტიკად სცემეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 63 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა.
