ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა - 43 წლის მამაკაცი, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მოკლულის დედასაც, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ამ თემაზე - რატომ მალავდა სკოლის დირექტორი 14 წლის გოგოს მოტაცებას - ისმაილოვი ბრალდებებს უარყოფს
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული აითაჯ შ-ა, ზაფხულში, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა. ს-ს. ამის შემდეგ, ა.ს.-მ არასრულწლოვანი გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში წაიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედას დაუკავშირდა და მისი გატაცების შესახებ შეატყობინა, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება. აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიციამ გოგოს ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავა. რაც შეეხება მოკლული გოგოს დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, 6 ოქტომბერს ა.ს.-მ აითაჯ შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ა. ს. სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.