საია: აქციის დარბევა უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს“, - ცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაცია (საია).

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა და ორი სპეციალური საშუალების - წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.

საია აცხადებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ:

  • უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.
  • როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა.
  • როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
  • წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდირებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.

„2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

საია აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით, დამატებით ქმნის არაადამიანური მოპყრობის საფუძველს.

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდონიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს, სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს  თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევა დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყო და ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანა აამოქმედა. მანამდე უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძიემ 28 ნოემბერს გამოაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგიდან ამოიღებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. გარდა ამისა, ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე.  

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.

კობახიძის განცხადებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).