საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლება საკადრო გადაწყვეტილებაა და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. პაპუაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, რა კონკრეტული მიზეზი ჰქონდა კეკელიძის გასათავისუფლებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით კომენტარს, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ამიტომ ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, თავის მხრივ აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძეს გუშინ ესაუბრა. შეკითხვაზე, ხედავდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძის 11-წლიან საქმიანობაში რაიმე ნაკლოვანებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ არ უნდა დეტალებზე ისაუბროს.
„შედეგები, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს და კიდევ ერთხელ, არ შეიძლება, რომ ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკა გავაიგივოთ ერთ ადამიანთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, რომელიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ იქ.
ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის, ის მიღწევები, რომლებიც არის და რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი კეკელიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მისი წვლილიც არის ამაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის ახალ დირექტორად კონტანტინე გამსახურდიას რამდენიმე დღეში დაამტკიცებენ. „ვფიქრობ,კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში, ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობს. მე მგონია, არ სჭირდება ახსნა კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება იმ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი კეკელიძემ გუშინ დაწერა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა: „მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა“. მალევე ცნობილი გახდა, რომ კეკელიძეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.
28 დეკემბერს კონსტანტინე გამსახურდია კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში იმყოფებოდა, სადაც მისი ბაბუის, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას მომავალი სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. „კულტურის მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, უკანასკნელად აქ კულტურის მინისტრი იმყოფებოდა 1991 წელს. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართუ“ ფონდს, რომელმაც აი, ეს მდგომარეობა, ახლა რომ არის, აქამდე მოიყვანა და მჯერა, რომ ისინი გააგრძელებენ ამას და დაასრულებენ. აქ უნდა მივიღოთ სრულფასოვანი კულტურული ცენტრი“, - აღნიშნა გამსახურდიამ.
რამდენიმე დღის წინ, კონსტანტინე გამსახურდია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კონკურსის „მუზას“ გამარჯვებულიხ გახდა და ფულადი ჯილდო - 5000 ლარი გადაეცა.