სახალხო დამცველი: საგანგაშოა, რომ 22 დაკავებული პოლიციის არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 25 პირი თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულეს. მათგან 22-მა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაკავებულ პირთაგან 11-ს  ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები - გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.

დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად. ზოგიერთის თქმით, ისინი გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდნენ და ტროტუარზე დააკავეს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს და მიმდინარე სამართალწარმოებაზე მონიტორინგს გააგრძელებენ.

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, ჯამში, 31 დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც.

2 თებერვალს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ
„თბილისი მოლთან“ გაიმართა. პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.

პოლიტიკოსები და აქციის რიგითი მონაწილეები ძალადობის გამოყენებით დააკავეს, რასაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ხელმძღვანელობდა.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირებულმა „ხარებამ“ ერთ-ერთ დაკავებულს სახეში წიხლი თავადაც ამოარტყა მას შემდეგ, რაც ის სპეცრაზმელებმა ხელებშეკრული მიუყვანეს.

საავადმყოფოში რჩება ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია, რომელსაც ასევე თავის ტვინის შერყევა აქვს. ის პროფესიული საქმიანიბის შესრულების დროს დაეცა და გონება დაკარგა იმ დროს, როდესაც პოლიციამ მოქალაქეებზე მიწოლა და მათი დაკავება დაიწყო.

„თბილისი მოლთან“ აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაჩქარებულად მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.