სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა განაცხადა, რომ აშშ გარკვირვებულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, რომ ჩინეთი „საქართველოსთვის სათანადო სტრატეგიული პარტნიორია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კონგრესში გამართული მოსმენის დროს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ენ ვაგნერმა ჯოშუა ჰაკს შეკითხვა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის პროექტის შესახებ დაუსვა. მისი თქმით, მაისში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე პორტის მშენებლობლობის ტენდერი ჩინურმა კონსორციუმმა მოიგო. „ანაკლიის სტრატეგიული მდებარეობა ამას ქცევს სი ძინპინისთვის მნიშვნელოვან პროექტად“, - თქვა კონგრესმენმა და დასძინა, რომ ამ საკითხით შეფოთებულია.
„სრულად ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას. ჩვენთვის გასაკვირია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩინეთი, ქვეყანა, რომელიც აფინანსებს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სასტიკ შეჭრას, სწორედ იმ ქვეყანას, რომელიც სწორედ ამ მომენტში, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, იკავებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს უკანონოდ, არის საქართველოსთვის სათანადო სტრატეგიული პარტნიორი. ეს ჩვენთვის გასაკვირია. ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვიხილეთ საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ჩინეთთან პარტნიორობის ეკონომიკური სარგებლის საფასური - ჩინეთზე დამოკიდებულების და ეკონომიკური იძულების რისკები.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს განაცხადა, რომ ჩინეთთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა არ არის. ივანიშვილის თქმით, „პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს“.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება, რომელშიც China Communications Construction Company Limited (CCCC) შედის. CCCC-ს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, სტრატეგიულ პროექტში 49%-იანი წილი ექნება. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. „ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს“, - თქვა აშშ-ის ელჩმა. ამერიკელი დიპლომატის ეს განცხადება საქართველოში ჩინეთის საელჩომ დაგმო და მას აბსურდი უწოდა.