საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ტენდენციურია და სასამართლო მთლიანად პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დასკვნა არის ტენდენციური. მინდა პირდაპირ ვთქვა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები. რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. მხოლოდ, შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში.
საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას, აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ძირითად, არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე - იმედი აქვს, რომ შესაძლოა, პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
მაია კოპალეიშვილი 2009-2019 წლებში თავად იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. მისი თქმით, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დასკვნას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, კონსტიტუციის ნორმები არასწორად განმარტეს.
„შემიძლია გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნამდვილად მეტს ველოდი. ნამდვილად მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და ის მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმ განმარტების შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ ყველა საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. (ასეთ ჩამონათვალს აკეთებს) მთლიანად მოაქცია მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ, რაც სრულიად წარმოუდგენელია. საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობდა ზუსტად იმ ენით, საუბრობდა ზუსტად იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს“, - აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებით კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაიმართება.
პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის 100 წევრის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს და ამ პროცესს ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.