თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე უკანონოდ დაკავებული და სპეცრაზმის მიერ ნაცემი დავით ქაცარავა 2000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ქაცარავას 2 წლამდე ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით ქაცარავას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს. მოსამართლე ჩაგუნავამ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, მტკიცებულებების არარსებობის გამო წარმოება შეწყვიტა, ხოლო პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ქაცარავა სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის განმარტებით, ქაცარავა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს მიმართავდა, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რაც პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურებიან, შეურაცხმყოფელია.
„ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ და სასამართლომ ფაქტობრივად გაამართლეს ის ძალადობა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა ჩემს მიმართ გამოიყენა“, - ასე შეაფასა ქაცარავამ სასამართლოს გადაწყვეტილება.
დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქაცარავა სპეცრაზმელებისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა და მათ მიმართავდა. „20 კილომეტრში რუსები გვიდგანან და თქვენ რუსების დამცველებად იქეცით. რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით. გადასარევად იცით, რომ თქვენ რუსების...,“ - ქაცარავას წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, როდესაც სპეცრაზმელები მივარდნენ, დააკავეს და თავიანთი კორდონის მიღმა გაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ხელებშეკრულს ხუთჯერ სცემეს [მათ შორის, ავტომანქანაში], დამიზნებით ურტყამდნენ თავსა და სახეში.
ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. დავით ქაცარავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
5 ივლისს გამართულ პროცესზე დავით ქაცარავას წინააღმდეგ ჩვენება ორმა პოლიციელმა მისცა. ერთ-ერთმა მათგანმა, ბიძინა ჟამერაშვილმა თქვა, რომ ქაცარავა სპეციალური რაზმის თანამშრომლებს რუსეთის მონებს ეძახდა, „კანონის მისამართით იგინებოდა“ და სპეცრაზმელებმა ის „საჭირო მომენტში დააკავეს“.