დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ შაჰინი და ტერნერი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. მოხარული ვართ, რომ ვუმასპინძლოთ მათ. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტს წინ უძღვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო“ იმედგაცრუებას გამოხატავს. ბაიდენი ანტიდემოკრატიული ქმედებების მაგალითად კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებებს ასახელებს.
