„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კრიტიკულ მედიასაშუალებებსა და ონლაინგამოცემებს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი დეტალურად აკვირდება იმ მედიების საქმიანობას, რომლებიც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესს აშუქებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
წმინდა სინოდის სხდომის პარალელურად გამართულ ბრიფინგზე, პაპუაშვილმა რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, „პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“, კონკრეტული სასულიერო პირების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებულ კამპანიაში დაადანაშაულა.
„მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებაში, მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს. ჩვენ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს, როდესაც ის ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური დაფინანსების მქონე ჯგუფები“ სინოდის საქმიანობაში პირდაპირ ერევიან.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მსგავსი ფაქტი აღირიცხება და მათზე რეაგირება მოხდება, თუმცა არ დაუზუსტებია, რა სამართლებრივ თუ სხვა სახის მექანიზმებს გულისხმობდა:
„აქედანვე იცოდეს ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება“.
პაპუაშვილმა ეკლესიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა ტელეკომპანია „პირველიც“ და ის მამუკა ხაზარაძის ტელევიზიად მოიხსენია.
დღეს, 3 აპრილს, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათიდან მიმდინარეობს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, დღის წესრიგი შემდეგ საკითხებს მოიცავს: იმ თემების განხილვა, რომლებიც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი. მსჯელობა გაფართოებული კრების გამართვის ადგილსა და დელეგატების მოწვევის პროცედურებზე.
მოქმედი წესის თანახმად, ილია მეორის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში, სინოდმა უნდა აირჩიოს საქართველოს ეკლესიის ახალი მეთაური.
