შსს გალერეის კედელზე მხატვრის მიერ წარწერის გაკეთების ფაქტს ქურდობის მუხლით იძიებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნულ გალერეაში, მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოფენის გახსნისას, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ დაწერა. მომხდართან დაკავშირებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე პოლიციაში დაიბარეს და გამოკითხეს. შავგულიძის თქმით, სამართალდამცავები დაინტერესდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო არტისტის ქმედების მიზეზი. შსს ამ დრომდე არ აკონკრეტებდა, რომელი მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება.

შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ მხატვრმა საგამოფენო სივრცის კედელი დააზიანა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ „დაზიანების შედეგები აღმოფხვრილი“ იყო.

ხელოვანები სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებენ და აპირებენ მიმართონ შინაგან საქმეთა მინისტრს:

„ამ ფაქტმა დაბნეულობა გამოიწვია, რამდენადაც ფორმალურად დაირღვა ექსპოზიციის რეგლამენტი, რადგან საკუთარი ნამუშევრის ამგვარი ცვლილება კურატორთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხატვარი არ შეხებია სხვა ნამუშევარს, არ დაუზიანებია არაფერი და არავინ, ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის.

მოულოდნელობის ეფექტის ფონზე გალერეის ადმინისტრაციამ გამოიძახა პატრული და დაიწყო სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპოზიციის ნაწილს შეადგენს სხვადასხვა ტექსტური ფრაგმენტები, რომლებიც გამოფენის დასრულებისთანავე ორგანიზატორის მხრიდან გადაიღებება და გალერეას დაუბრუნდება პირვანდელი სახე (ეს მუდმივად ხდება დროებითი გამოფენების შემთხვევაში). თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს დაუგეგმავი იმპროვიზაციაც არსებული ტექსტების გაგრძელებაც ყოფილიყო, თუმცა, გამოფენის ორგანიზატორმა მეორე დღესვე გადაღება წარწერა, რასაც გალერეის ადმინისტრაციის უკმაყოფილება უნდა გაენეიტრალებინა.

მოგახსენებთ, რომ წარწერის ფაქტი და თვითონ ხელოვანის მხრიდან ნამუშევრის მოულოდნელი ცვლილება ვერანაირად ვერ კვალიფიცირდება ვანდალიზმად, რამდენადაც ზიანი მას არავისთვის მიუყენებია. ის შეიძლება განიხილებოდეს არტისტული აქციონიზმისა და ჰეფენინგის ფორმატის ფარგლებში და მისი ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგრამ ნებისმიერი ვერსია მხოლოდ მხატვრული სფეროს კომპეტენციებშია და არ არის კანონდარღვევა.

ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლმხედველობა და ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, გთხოვთ, კვალიფიკაცია შეუცვალოთ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროთ საკითხის გარკვევას მოლაპარაკების ფორმატში ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის, “- ნათქვამია განცხადებაში.

კოდექსის აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ერთიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).