სომხეთის ეროვნულმა კრებამ (პარლამენტი) „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ პირადობის მოწმობით (ID ბარათით), პასპორტის წარდგენის გარეშე შეძლებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„საქართველოსთან ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა 26 ივნისს, პარლამენტში გამოსვლის დროს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, დოკუმენტი ადგენს, რომ საქართველოს ან სომხეთის მოქალაქეს, განურჩევლად მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა, ექნება უფლება შევიდეს, ტრანზიტით დარჩეს ან გავიდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ, საზღვრის გადაკვეთის თარიღიდან ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში არა უმეტეს 90 დღით, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქის ვინაობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
ორ ქვეყანას შორის შეთანხმება 2023 წლის 12 იანვარს გაფორმდა, თუმცა მისი ძალაში შესვლისთვის ორივე მხარის მხრიდან რატიფიკაცია იყო საჭირო. აქამდე, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა პასპორტებით, ვიზის გარეშე შეეძლოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წელს სომხეთიდან საქართველოს საზღვარი 1 018 771 ადამიანმა გადმოკვეთა. საზღვრის კვეთების (შემოსვლის) რაოდენობის მიხედვით, სომხეთი ქვეყნების პირველ სამეულში იყო და რუსეთსა (1 459 541) და თურქეთს (1 030 199) ჩამორჩებოდა. გასულ წელს სომხეთი ასევე პირველ სამეულში იყო მოგზაურების ვიზიტების მხრივაც. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სომხეთის 742 593-მა მოქალაქემ იმოგზაურა.
