2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 39.8%-ით არის გაზრდილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში - 2.5%, ისე კერძო სახლების სეგმენტში - 4.3%.
2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ფასების ორივე სეგმენტში გაიზარდა - ბინებზე 14.2%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6%-ით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისისა და დიდუბის რაიონებშია. მაგალითად, მთაწმინდაზე, 1 კვ.მ, ბინების სეგმენტში, 5528 ლარი ღირს, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში - 4424 ლარი. ყველაზე დაბალი მედიანური ღირებულება ისნის, გლდანის, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში ფიქსირდება. მაგალითად, ისანში 1 კვ.მ.-ის ფასი, ბინების სექტორში, 3273 ლარია, კერძო სახლების სეგმენტში კი 2525 ლარს შეადგენს.

მეოთხე კვარტლის მიხედვით, დასრულებული ბინების სეგმენტში 1 კვ.მ-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით შემდეგია: შავი კარკასი - 2868 ლარი, თეთრი კარკასი - 3250 ლარი, მწვანე კარკასი - 3667 ლარი.
საქსტატის განმარტებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალაშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს ქალაქ თბილისში.
