თბილისში, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს, 22 წლის ლერი დარჯანიას. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, თავდასხმაში 6-7 ადამიანი მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„დილით, 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ „ოცნების“ ტიტუშკები, დაახლოებით 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება. ლერი მოჭიდავეა და იცოდნენ, ერთ-ორი ქოცი „ტურა“ ვერ მოერეოდა. ლერი კარგად იქნება, მაგრამ 26 ოქტომბერს ამაზე ყველა მკაცრ პასუხს მიიღებს“, - ამბობს დათუნა დანელია.
ლერი დარჯანიას დაზიანებები სახესა და თავზე აქვს მიყენებული. ის კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.
„ამას ვუკავშირებთ დიტო სამხარაძის [მმართველი პარტიის დეპუტატი - რედ.] და „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ თავდასხმებს. აღსანიშნავია, რომ ლერი აქტიურობით არ გამოირჩევა, არ არის ჩართული პოლიტიკურ მოვლენებში, თუმცა ხშირად იყო აქცეიბზე და ალბათ, შეამჩნიეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ლერი არც პირველია, არც უკანასკნელი. მსგავსი თავდასხმები აუცილებლად გაგრძელდება არა მარტო ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ სცენაზე იდგნენ, ან აორგანიზებდნენ აქციებს, არამედ თითოეულზე, ვინც აქციაზე იყო. ვინც რუსულ კანონს აპროტესტებდა სახლებთან მიაკითხავენ“, - აღნიშნავს ლუკა ჭოხონელიძე, სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
11 ივნისს მსგავსი თავდასხმა მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზეც. რამდენიმე ადამიანი მასაც დილით, სახლთან ახლოს ჩაუსაფრრდა და სახეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ზუკა ბერძენიშვილი მმართველი პარტიის წევრების წინააღმდეგ „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაში“ მონაწილეობს. პაპუაშვილის განცხადებით, დეპუტატებს [იგულისხმებიან რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები - რედ.] მუქარით და შეურაცხყოფით ურეკავდა.
7 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ყოველ შაბათს, უნივერსიტეტთან ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და რუსულ კანონს აპროტესტებენ.
უფრო ადრე, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების პარალელურად, ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს - ნოდარ ჩაჩანიძეს, ლაშა ღვინიანიძეს, გიორგი მუმლაძეს, დიმიტრი ჩიქოვანს, ბორის ჩელე ყურუას და გია ჯაფარიძეს. შსს-ს თავდასხმის არცერთი შემთხვევა არ გამოუძიებია და პასუხისგებაში არავინ მიუცია.