ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ქართულ მხარეს დღეს, 4 ოქტომბერს, ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 40 წლის რამაზ ბერელური აპრილის ბოლოს, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც სასაფლაოზე იყო და ძმის საფლავს ასუფთავებდა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ მას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„4 ოქტომბერს, სასჯელის ვადის გასვლის გამო, იგი გათავისუფლდა და დადგენილი წესით ქართულ მხარეს გადაეცა“, - განაცხადა დე ფაქტო ხელისუფლებამ.
ბეღელურის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა ხელისუფლებამაც გაავრცელა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება.
ამ თემაზე:
„სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანებისას დაკავებულებს ცხინვალში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
