ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „გაზპრომთან“ დაკავშირეული ბიზნესმენი ნავთობის საბადოს უკვე ერთი კვირაა ეძებს. დასავლეთ ციმბირიდან მოწვეული გეოლოგები კვლევებს სოფელ ღრომში ატარებენ, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან გამავალი საოკუპაციო ხაზიდან 500 მეტრში მდებარეობს. გამყოფ ხაზს, სადაც მეჯვრისხევის მცხოვრებლებს ხშირად აკავებენ, ღრომში განთავსებული რუსული ბაზა აკონტროლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ცხინვალის რეგიონში ნავთობის წარმოებას დადებითად აფასებს დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი. მისი თქმით, ეს დასაწყისია და მალე ნავთობის სამძებრო სამუშაოებს ცხინვალის რეგიონის სხვა ტერიტორიებზეც დაიწყებენ. გაგლოევი ამბობს, ნავთობის ადგილზე წარმოება რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს და საწვავის ფასებზეც დადებითად აისახება.
„საქართველოს ამბები“ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გიორგი ბერიძეს დაუკავშირდა და მასთან სცადა გაერკვია, თუ რამდენად შესაძლებელია ამ რეგიონში ნავთობის წიაღისეული აღმოჩნდეს.
„ამ ადგილებში კვლევები საბჭოთა დროს 50-იანი წლებიდან ტარდებოდა და არვითარი საბადო არ გამოვლენილა. ეს არ ტარდებოდა ერთი და ორი წელი, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ათეულობით წელი ინტენსიურად მუშაობდა ცნობილი გელოლოგის, დიტო პაპავას ჯგუფი. თან ეს კვლევები იყო კომპლექსური: გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური და შეუძლებელია, მათ რაიმე გამორჩეოდათ. ნავთობი აღმოჩნდა საქართველოს სხვა ადგილებში - ნორიოში, დედოფლისწყაროში, პატარძეულისკენ...
არ ვიცი, თუ იკვლიეს ცხინვალის სხვა რეგიონები, ზოგდად მთიან რეგიონში ნავთობს არავინ ეძებს. ვაკე ადგილებში ხდება ჭაბურღილების გაკეთება, იმიტომ რომ მთელი ეს საბადოები ასე ბუდობებივით, დაბალ ჰიფსომეტრიულ დეპრესიულ ადგილებში გროვდება ხოლმე. დეპრესიას ვეძახით ჩავარდილ ადგილს, სადაც ადრე ოკეანური აუზი ან ტბიური ლაგუნა იყო, ლაგუნურ პირობებში მცხოვრები ბევრი ცხოველისა და მცენარის კვდომის, მათი ბიოხრწნის შედეგად წარმოიშვება ნავთობი და ამას სჭირდება ასეთი ჩავარდნილი ადგილები, რასაც დეპრესიებს ეძახიან.
მსგავსი რამ ქართლის რეგიონში არასდროს აღმოჩენილა და არც მოპოვება უწარმოებია ვინმეს. თუმცა, შეიძლება პატარა გამოვლინებები იყოს, ოღონდ რაიმე დიდი საბადოს კონდიციის აღმოჩენა, რაც დიდი წარმოების და ფინანსური მოგების საშუალებას მოიტანს, გამორიცხულია“, - ამბობს გიორგი ბერიძე.
ცხინვალის რეგიონში ნავთობს რუსი ბიზნესმენი ალბერტ ჯუსოევი ეძებს, რომელიც წარმოშობით კვაისადანაა. მისი სამშენებლო კომპანია „გაზპრომთან“ არის დაკავშირებული. „სტროიპროგრესმა“ ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა დროს ააშენა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ადმინისტრაციული შენობები, რისთვისაც, „სამხრეთ ოსეთის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, არაერთი „სახელმწიფო“ ჯილდო აქვს მიღებული.
ჯუსოევი 2006 წლიდან სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მრჩეველიც იყო სამშენებლო საკითხებში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯუსოევი ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებს დაუპირისპირდა და კოკოითის კრიტიკოსი გახდა.
„საქართველოს ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახური ჯერ მედიასთან კომენტარს ვერ აკეთებს. გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.