წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს - კორძაია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს - 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ჩამოართვეს და პარტიის ოფისში წაიღეს. კორძაიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები.

წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს „ქართული ოცნების“ ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცა „ქართული ოცნება“. 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს „ქართული ოცნების“ ოფისში.

ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ.

მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად“, - განაცხადა კორძაიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

თამარ კორძაიამ იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადობის მოწმობების გადაცემას სთხოვენ, მოუწოდა, არ შეშინდნენ. მისი თქმით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, თითოეული მათგანი დაიცვას. „ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა დაასანქცირონ ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერევა არჩევნებში. არჩევნებამდე დარჩა 9 დღე და გამარჯვება ჩვენს მხარესაა“, - აღნიშნა კორძაიამ.

ბოლო პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ ან ჩამორთმევას გეგმავენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საჯარო სამსახურებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ. „ქართული ოცნების“ წევრები ამ ცნობებს უარყოფენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციამ „ჩემი ხმა“ განაცხადა, რომ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაზეც შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა გამოძიება უნდა დაიწყონ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.