თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, სანქცირებული მოსამართლეების „პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში“.

„არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხ პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს ელჩი, ამავე დროს განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.

საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ. ამიტომაც, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის განცხადებით, წუხს იმის გამო, რომ საქართველო, იმ დროს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება, იწერება ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სანქცირებული პირები ჰყავთ.

„ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში არ იყოს აღქმული, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზე, ყველაზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება.

თუ არ გვინდა ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა.

რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, რასაც ყველა პარტნიორი აკვირდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მით უფრო ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნული სანქცია მათ უშუალო ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისთვის მიწერილ წერილში მტკიცებულებების წარმოდგენას ან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. დარჩიაშვილის თქმით, სხვა შემთხვევაში, მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება „საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან“ აღიქმება როგორც „სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა“.

 

ამ თემაზე:

საქართველოს თავად შეუძლია დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ბრალდებაზე - დეგნანი სანქციებზე

ლევან მურუსიძე აშშ-ის საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).