ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ თავად დაიწყონ გამოძიება კორუფციაში მათი ჩართულობის შესახებ არსებულ ბრალდებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ელჩის თქმით, სავიზო სანქციები, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ მოსამართლეს დაუწესა, ეფუძნება საკმარის და სანდო მტკიცებულებებს, რომ ეს პირები სასამართლო სისტემაში თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
„ეს დაფუძნებულია საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი. ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ. საქართველოს, რა თქმა უნდა, თავად შეუძლია დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს ამერიკის კანონი.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ ამ შესაძლებლობას, რომ წარმოაჩინონ საქართველოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლაში და გადადგამენ ნაბიჯებს, რომ შექმნან რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. რატომ არ მოხდა ეს აქამდე, როდესაც ეს ბრალდებები ვრცელდებოდა წლების მანძილზე“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
კელი დეგნანმა უპასუხა სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის საელჩო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ერევა. ელჩის განმარტებით, საელჩოს საქართველოში მოსამართლეზე ზეწოლა არასოდეს განუხორციელებია და წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის მუშაობს.
5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნული სანქცია მათ უშუალო ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.
საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისთვის მიწერილ წერილში მტკიცებულებების წარმოდგენას ან გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. დარჩიაშვილის თქმით, სხვა შემთხვევაში, მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილება „საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან“ აღიქმება როგორც „სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა“.