თუ ვინმე დაგვარწმუნებს, მზად ვართ, გადავხედოთ გადაწყვეტილებას - კობახიძე რუსულ კანონზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. „ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით“ არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს“, - პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია: „ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“.

„ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი საპროტესტო აქციების, ასევე, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის კრიტიკული სამართლებრივი დასკვნების, ევროკავშირის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს მაინც მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი. პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ის დაძლია. რუსული კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებას აცხადებს იმ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. „აგენტებად“ საკუთარი ნებით რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, იწევევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. კანონი იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმებს. იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, ყველა პირი (მათ შორის, ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. იუსტიციის სამინისტროს ფიზიკური პირებისგან შეუძლია გამოითხოვოს პერსონალური მონაცემები, კომერციული, პროფესიული და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც. რუსული კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.