ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ოზურგეთის სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა მამუკა ანდღულაძესთან, რომელმაც 14 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენა ნატო გოგელიას. ეს სწორედ ის პირია, რომლის იდენტიფიცირებაც შს სამინიტრომ ამ დრომდე ვერ ან არ მოახერხა“, - აცხადებს ტვ „პირველი“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
გოგელიაზე თავდასხმამდე მამუკა ანდღულაძემ გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის მოხსნაც სცადა, თუმცა დაცვის პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
„ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა 14 მარტს, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს. პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შოთა მარტინენკოს განცხადებით, ისინი ითხოვენ მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები; დასაჯოს ყველა, ვინც 7-8 მარტის აქციების დროს „გადატრიალებას აორგანიზებდა“ და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. მარტინენკომ თქვა, რომ ამ მოთხოვნებს „ბოლომდე გაიტანენ“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებია.
თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ ყველა სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, არადა ევროკავშირის დროშა პირდაპირ ეთერში ათობით კამერის წინ ჩამოგლიჯეს და დაწვეს.
ევროკავშირის დროშის დაწვას „ალტ-ინფოს“ ლიდერი ზურა მახარაძე ხელმძღვანელობდა. აქციაზე მან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, რომ „ქვითარი გაუგზავნონ, რათა ჯარიმა გადაიხადოს“.
