საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უადგილო უწოდა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ხელს არ უწყობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.
თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„ამიტომ, განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას. ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა!
თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ“,- თქვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ჟურნალისტებმა დღეს ჰკითხეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით. ელჩმა უდროო და არახელშემწყობი უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს ასუსტებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს და თანაც, ზუსტად მაშინ ხდება, როცა ევროკომისიამ გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.
პარლამენტის წევრებმა ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა, მამუკა მდინარაძემ და სხვებმა (სულ 80 დეპუტატი) პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართეს. მმართველი პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მაინც დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა და კონსტიტუციის თანახმად, დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს. ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს.