სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში, სომხურ თემთან შეხვედრის დროს გაიმეორა, რომ უკრაინის საკითხში, სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„რთული მდგომარეობაა, ჩვენი მდგომარეობაც რთულია“, - უპასუხა ფაშინიანმა თანამემამულეებს შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს სომხეთს უკრაინის საკითხზე. მისი თქმით, 1991 წლის ალმათის დეკლარაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის 13-მა რესპუბლიკამ, მათ შორის რუსეთმა და უკრაინამ მიიღეს ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველი უნდა იყოს.
„ჩვენ ვაღიარებთ ალმათის დეკლარაციას, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. სხვათა შორის, რუსეთი და უკრაინა არიან მისი ინიციატორები. მიგვაჩნია, რომ ალმათის დეკლარაცია არის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველი. ჩვენი ლოგიკით, იგივე უნდა იყოს უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ეს დოკუმენტი ყველას გვეხება. თუ მას გავანადგურებთ, ყველაფერს გავანადგურებთ.
მე უკვე მითქვამს, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ეს პირველად ორი წლის წინ ვთქვი და ვწუხვართ, რომ ამ სიტუაციაზე გავლენას ვერ ვახდენთ. უკრაინის ხალხი ჩვენთვის მეგობარი ხალხია“, - თქვა ფაშინიანმა.
რუსეთი და სომხეთი მრავალი წელია მოკავშირეები არიან, სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული, თუმცა, მათ შორის ურთიერთობები ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. სომხეთი შეუერთდა ჰააგის სასამართლოს, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პუტინი სომხეთში ჩავა, ის უნდა დააკავონ.
