სომხეთის პარლამენტმა 3 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, იგივე ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი „რომის სტატუტის“ რატიფიცირება მოახდინა. გადაწყვეტილებას მხარი მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტი საბოლოოდ რატიფიცირებულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს სომხეთის პრეზიდენტი ვააგნ ხაჩატრიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
რატიფიკაციამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება.
როგორც ცნობილია, 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ასევე, ბავშვის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ორივე მათგანს ბრალი ედებათ ომის დანაშაულში, კერძოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.
თუ ვლადიმერ პუტინი „რომის სტატუტის“ ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, ის უნდა დააკავონ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, „რომის სტატუტის“ რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. მისი განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სომხეთის პარლამენტის მიერ „რომის სტატუტის“ რატიფიცირებას არაკორექტული გადაწყვეტილება უწოდა, რაც „სომხეთის მოქმედი ხელმძღვანელობისადმი დამატებით კითხვებს აჩენს“.
პესკოვის განცხადებით, რუსეთს არ სურს, რომ ვლადიმერ პუტინს ოდესმე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა შეიძლება მოუწიოს.
