„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში საქმიანობის წესებს არსებითად ცვლის. ყველაზე მასშტაბური სიახლე ვენახის გაშენებაზე ნებართვის დაწესებაა - ამიერიდან, ნებისმიერი სამეწარმეო ვენახის (რომლის მოსავალიც გასაყიდად არის განკუთვნილი) გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
აქამდე მევენახეებს ვენახის გაშენების თავისუფლება ჰქონდათ და მხოლოდ ვაზის ჯიშების დაცვა მოეთხოვებოდათ, ახალი რედაქციით კი, პროცესი სრულად სახელმწიფო უწყების კონტროლქვეშ გადადის.
ცვლილებები პირდაპირ აისახება ათასობით მცირე და საოჯახო მარანზეც. გაუქმდა აქამდე მოქმედი შეღავათი, რომელიც წელიწადში 1500 ლიტრამდე ღვინის მწარმოებლებს რთული ბიუროკრატიული ანგარიშგებისგან ათავისუფლებდა. ეს ნიშნავს, რომ მცირე მარნები, რომლებიც ხშირად ქვევრისა და ნატურალურ ღვინოებს აწარმოებენ, ვალდებულები ხდებიან, აწარმოონ დეტალური ტექნოლოგიური აღრიცხვა და სააგენტოს რეგულარული შეტყობინებები გაუგზავნონ.
გარდა ამისა, მკაცრდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების (მაგ: წინანდალი, მუკუზანი) წარმოებაც: თუ აქამდე სხვა ზონის ყურძნის 15%-იანი შერევა დაშვებული იყო, ახლა ღვინო 100%-ით კონკრეტული მიკროზონის მოსავლისგან უნდა დამზადდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კორუფციულ რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების საფრთხეს აჩენს. ორგანიზაციის განცხადებით, კანონი არ ადგენს ნებართვის გაცემის ან უარის თქმის კრიტერიუმებს, რაც ყველა გადაწყვეტილებას მინისტრის ერთპიროვნულ ბრძანებაზე დამოკიდებულს ხდის. მათივე შეფასებით, ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდა მცირე მარნებს მსხვილ ინდუსტრიულ მეღვინეობებთან კონკურენციას გაურთულებს. ამასთან, რადგან კანონში არ არის პირდაპირი ჩანაწერი ნებართვის უფასოდ გაცემის შესახებ, არსებობს რისკი, რომ მომავალში მევენახეებს ახალი გადასახადები დაუწესდეთ.
