რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოვიდა მოწოდებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან გამოითხოვონ იმ პირთა სია, რომლებსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი, რუსეთში აფინანსებდა. როგორც ვოლოდინმა თქვა, ასეთ სიებს, მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს („ეფესბეს“) გადასცემენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„მათ, ვინც ფულს უცხოეთიდან იღებდნენ, ახლა ეს საჯაროდ აღიარონ და წითელ მოედანზე მოინანიონ - პარტიებმაც, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც და უფლებადამცველებმაც.
აი, ახლა წავიდნენ, რელოკანტები, იმედით, რომ USAID-ი მათ საზღვარგარეთ დააფინანსებს. ახლა კი მშივრები ისხდებიან იმის იმედით, რომ კიდევ რამეს მისცემენ. არავინ არაფერს მოგცემთ, ეს უკვე გარკვეულია. იქ მტრები იყვნენ, კონგრესი განიხილავს [ვინ იღებდა დაფინანსებას USAID-სგან], ჩვენ კი უნდა მოვითხოვოთ სიები კონგრესისგან.
ვის აფინანსებდნენ რუსეთში? თუ მათ ეს ორგანიზაცია მტრულად აღიარეს, მაშინ მოგცენ სიები... კონგრესი გამოგვიგზავნის სიებს და ჩვენ მათ უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს მივმცემთ“, - განაცხადა ვოლოდინმა დუმის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას.
რუსეთში USAID-ი, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წელს დაიხურა და მისი საქმიანობა აიკრძალა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორგზანიზაცია გრანტების განაწილების გზით ცდილობდა გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის არჩევნებზე. იმავე წელს, რუსეთში მიიღეს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.
როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, USAID რუსეთში მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაციის დონორი იყო, მათ შორის მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის (ლიკვიდირებულია 2023 წელს), არჩევნების სადამკვირვებლო მოძრაობა „გოლოსის“ (გამოცხადებულია „უცხოელ აგენტად“ და „არასასურველ ორგანიზაციად“) და საზოგადოება „მემორიალს“ (ლიკვიდირებულია 2022 წელს).
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებიდან რამდენიმე საათში, გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც აშშ-ის საგარეო დახმარება 90 დღით შეჩერდა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია ემსახურებიან „მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების გავრცელებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს ქვეყნებს შიგნით და მათ შორის“.
26 იანვარს, ტრამპის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეაჩერა ყველა საგარეო დახმარება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ, ან მათი მეშვეობით ფინანსდებოდა.
თებერვალში USAID-ის ოფისი დაიხურა და თანამშრომლებს უთხრეს, დისტანციურად ემუშავათ. უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობა აპირებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოს 10 000 თანამშრომლიდან სამუშაო ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ასეული დატოვოს.
USAID-ს თავს ესხმის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც. ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაცია მოიხსენია როგორც 2020 წლის საპარლამენტო „არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე“, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სააგენტო ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)