ზახაროვა ქართულ ოპოზიციას: თუ ხალხს წარმოადგენ, ფრენების წინააღმდეგი ვერ იქნები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების მოწინააღმდეგე ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზახაროვამ განცხადება მოსკოვიდან პირველი რეისის შესრულების შემდეგ, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ გამოაქვეყნა:

„საქართველოსთან ავიამიმოსვლისა და თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის რეაქციის შესახებ: თუ შენ წარმოადგენ შენს ხალხს და არა ვიღაცის მიერ გადახდილ შეკვეთას, არ შეიძლება პირდაპირი რეისის წინააღმდეგი იყო ორ ქვეყანაში ერთდროულად მცხოვრები მოქალაქეების და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით.

გამოდის, რომ შენ არასდროს დახმარებიხარ სახლამდე მისვლაში ადამიანებს, რომლებსაც მეძუძური შვილები ჰყავთ, მძიმედ ავადმყოფებს და გაჭირვებულებს.

გამოდის, რომ შენ არასდროს მოგისმენია ტელეფონის ყურმილში მტირალი ზრდასრული მამაკაცისთვის, რომელსაც თბილისში დასაკრძალად საკუთარი დედის ცხედრის გადაყვანა სჭირდება.

გამოდის, შენ არასროს გისაუბრია მამასთან, რომელიც ფულს აგროვებდა, რომ შვილისთვის ბილეთი ეყიდა საქართველოში ნათესავების სანახავად.

გამოდის, შენ არასდროს დახმარებიხარ ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის წამლის მიწოდებაში.

გამოდის, შენ არასდროს გილაპარაკია ბავშვთან, რომელსაც მოსკოვში, საავადმყოფოში მყოფი დედისთვის უნდა მიესწრო.

დამიჯერეთ, ერთს მაინც იმათგან, ვინც ახლა ყვირის, რაღაც ამგვარი რომ გამოეარა, შერცხვებოდათ ახლა ამ სიგიჟეში მონაწილეობა. ეს ამბავი მაჩვენებელია არა პოლიტიკური პოზიციის ქონის ან არ ქონის, არამედ სიყვარულის იმათ მიმართ, ვისზეც სიტყვიერად ზრუნავ“, - წერს მარია ზახაროვა.

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ პირველი თვითმფინავი დაეშვა. რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქალაქეებმა ჯერ აეროპორტის შესასვლელთან გააპროტესტეს, შემდეგ კი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას რისკის ქვეშ აყენებს და ქვეყნისთვის სანქცირების საფრთხეს ქმნის.

საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც.

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომის გამო ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო ევროკავშირის პოლიტიკას რომ დაემორჩილოს, მისი წევრი ქვეყანა უნდა იყოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).