ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გორის რაიონულმა სასამართლომ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით მაკარიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სოსო მაისურაძემ დანაშაული დღეს გამართულ პროცესზეც აღიარა.

ზურაბ ჯაფარიძე 17 ივნისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ ავტოსადგომზე ცემეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თანაპარტიელებთან ერთად ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა. მას თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ავტომობილში მარტო იჯდა და სუპერმარკეტში გადასულ მგზავრებს ელოდა.

მოგვიანებით, სოსო მაისურაძის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ ჯაფარიძეზე თავდასხმის მოტივი „პატრიარქის შეურაცხყოფა“ იყო.

„მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე. იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისთვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს... არსად დამალვას არ ვაპირებ“, - წერდა მაისურაძე, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს.

სოსო მაისურაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთ წლმადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმიდან მალევე, ბორჯომში, იმ სასტუმროსთან, სადაც ლიბერალური აკადემიის ახალგაზრდული ბანაკი ტარდებოდა, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. ისინი სასტუმროს ეზოში ქვებსა და საღებავებს ისროდნენ, იგინებოდნენ და ბანაკის მონაწილეებს ემუქრებოდნენ. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის ავტომობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით დაიწყო. ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.