17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 50.06%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 768 816-მა ადამიანმა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 50.06%-ია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160 651 (47,84%);
  • იმერეთი - 264 496 (51,26%);
  • სამცხე ჯავახეთი - 75 207 (52,38%);
  • კახეთი - 151 339 (51,33%);
  • გურია - 55,304 (53,74%);
  • ქვემო ქართლი - 169 472 (42,29%);
  • შიდა ქართლი - 119,444 (50,67%);
  • რაჭა-ლეჩხუმი - 17 989 (61,81%);
  • აჭარა - 168 233 (53,05%);
  • მცხეთა-მთიანეთი - 46,132 (51,93%);
  • თბილისი - 540,549 (52,42%).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922  ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და  ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.