2023 წელს შობადობა 5%-ით შემცირდა, ყველაზე ცოტა ბავშვი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაჩნდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სოფელი გონა, რაჭა / გიორგი ნიკოლავას ფოტო

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 2542 იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დადებითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში, სადაც 13 697 ადამიანი დაიბადა, 12 229 გარდაიცვალა, აჭარაში (5046 დაიბადა, 3286 გარდაიცვალა) და ქვემო ქართლში (4878 დაიბადა, 4159 გარდაიცვალა).

საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ სულ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 5%-ით შემცირდა. ყველაზე ცოტა, 226 ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიბადა.

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი 39.1%-დან 37.7%-მდე შემცირდა, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 33.6% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6%-დან 27.5%-მდე.

25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6%-მდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში - მათი წილი 4%-დან 6%-მდე გაიზარდა.

გასულ წელს 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2022 წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში - 12 229, იმერეთში - 7008, ქვემო ქართლში - 4159 და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4119.

გასულ წელს ქვეყანაში 22 275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. რეგიონების მიხედვით, რეგისტრირებული ქორწინებების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა თბილისში - 6738 ქორწინება, იმერეთში - 3334, ქვემო ქართლში - 2748 და აჭარაში - 2208. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის - 32.1 წელი.

გასულ წელს 13 664 განქორწინება მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი განქორწინება დაფიქსირდა თბილისში - 4688 განქორწინება, იმერეთში - 2285, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1507 და ქვემო ქართლში - 1331.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).