აფხაზ ბიზნესმენსა და ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან მიქაას, რომელიც ნოემბრის საპროტესტო აქციებში იყო ჩართული, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. რუსეთის სახელმწიფო მედია RT წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მათ ძალოვან სტრუქტურებში წყაროებმა დაუდასტურეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
ლევან მიქაა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში, 2024 წლის ნოემბერში დაწყებულ აქციებში, როდესაც ე.წ. ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ დე ფაქტო პარლამენტის, შემდეგ მინისტრთა კაბინეტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. აქციებს ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
საპროტესტო აქციები სოხუმში დაიწყო მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ინვესტიციების შესახებ რუსეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება გადაწყვიტა. ე.წ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსული კომპანიები დე ფაქტო რესპუბლიკაში ბინების მშენებლობას დაიწყებენ, „შეთანხმებით“ გათვალისწინებული შეღავათების პირობებში გაფართოვდება რუსული ბიზნესი, რაც ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, პირველ რიგში კი, ტურიზმის სფეროს, რომელზეც არაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის მესამდი მოდის.
„როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთთან ჩვენს ასიმეტრიულ ურთიერთობებში არ შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი საცხოვრებელი ბაზარი, იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ და რომ საცხოვრებელი ბაზრის გახსნის შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს იდენტობას, ჩვენს ენას, ჩვენს კულტურას და უბრალოდ გავქრებით, ეს ნორმალურად უნდა იქნეს მიღებული და ეს სამართლიანია“, - აცხადებდა ლევან მიქაა ერთ-ერთ ინტერვიუში.
2024 წლის 3 დეკემბერს ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა. იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ე.წ. ოპოზიციონერ დეპუტატს, კან კვარჩიას, რომელიც „შეთანხმებას“ კაბალურს უწოდებდა და აცხადებდა, რომ მისი რატიფიცირება არ შეიძლებოდა.
